აქციაზე დაკავებულების ოჯახები პაპუაშვილს პასუხობენ
შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ შეწყალებით გათავისუფლებული დემონსტრანტების მიერ დანაშაულის აღიარება მათი დაკავების კანონიერებას ადასტურებს, აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე პასუხობს. მისი თქმით, ხელისუფლებამ რამდენიმე პატიმრის აღიარება და შეწყალება საკუთარ გამარჯვებად მიიჩნია და ამის შემდეგ ციხეში დარჩენილთა წინააღმდეგ „ბინძური შეტევა“ დაიწყო.
ვინაიდან მათ რამდენიმე სინდისის პატიმრის აღიარება და შეწყალება მიიღეს, ჩათვალეს ეს გამარჯვებად და დანარჩენის მიმართ მიიტანეს ბინძური შეტევა. ესენი არიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, იბრძიან ამ ქვეყნის თავისუფებისა და დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის და აუცილებლად გამარჯვებულები და წელში გამართულები გამოვლენ ციხეებიდან, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
შალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა, რომ ციხიდან შეწყალებით და აღიარებით გამოსული დემონსტრანტები ცხადყოფს, რომ ყველა კანონიერად დაიჭირეს.