საუბარი გირგვლიანის თემაზე მდარე თავის მართლებაა, უზნეობასთანაა ახლოს - ვოლსკი სააკაშვილზე

30.11.21 13:50
საუბარი გირგვლიანის თემაზე მდარე თავის მართლებაა, უზნეობასთანაა ახლოს - ვოლსკი სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობისა და ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლას მდარე ხარისხის თავის მართლებად და  უზნეობად აფასებს.

საუბარი, რომ თუნდაც გირგვლიანის თემა, ეს პიარული ნაწილია პოლიტიკისა, არის საკმაოდ მდარე თავის მართლება. თავის მართლებაც არ ჰქვია, მე ვფიქრობ, რომ უზნეობასთან უფრო ახლოს არის - აცხადებს გია ვოლსკი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ განსასჯელის სკამზე მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობა და 7 ნოემბრის საქმეები საკუთარ შეცდომებად მიიჩნია.

მსგავსი სიახლეები