ფარცხალაძე „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლებს ემუქრება

10.09.26 10:00
ფარცხალაძე „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლებს ემუქრება

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლებს ემუქრება. 

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, - განუცხადა რუსეთის ჯაშუშობისთვის დასანქცირებულმა, ძებნილმა ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-სს.

„მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, - აცხადებს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა. 

მსგავსი სიახლეები