"ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი "ევროკავშირის პოლიტიკის შეცვლაა"
"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ევროკავშირში პოლიტიკა შეიცვალოს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა და პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობები კომუნიკაცია ჰქონდეს არაერთი ქვეყნის ლიდერთან.
გიორგი გაბუნია აღნიშნავს, რომ "კრიტიკა მნიშვნელოვანია" და თუ საჭირო იქნება ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს პირადადაც გააკრიტიკებს.
პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ გამართოს შეხვედრები და ჰქონდეს კომუნიკაცია არაერთი ქვეყნის ლიდერთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოს ხმა, საქართველოს პოზიცია და დამოკიდებულებები დღეს მსოფლიოში არსებულ მწვავე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია გაჟღერდეს.
კრიტიკა არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა თუ საჭირო იქნება გააკრიტიკებს და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ევროკავშირში პოლიტიკა შეიცვალოს. ვერ დამისახელებთ მე თქვენ ვერცერთ განცხადებას, სადაც რომელიმე ჩემი კოლეგა, რომელიმე პოლიტიკოსი აყენებდეს შეურაცხყოფას რომელიმე ევროპელ პოლიტიკოსს, ამიტომ კრიტიკა იქნება, რა თქმა უნდა, სანამ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაგრძელდება პოლიტიკური თავდასხმები," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.