თორნიკე რაზმაძე, რომელსაც სიმონიანის გინების გამო სჯიან, ომბუდსმენს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს

10.09.26 13:22
თორნიკე რაზმაძე, რომელსაც სიმონიანის გინების გამო სჯიან, ომბუდსმენს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს

ბლოგერი თორნიკე რაზმაძე, რომელის დასჯასაც შსს სიმონიანისა და სოლოვიოვის გინების გამო ითხოვს, სახალხო დამცველს მიმართავს. ჟურნალისტი წერს, რომ მას ლევან იოსელიანის დაცვა არ სჭირდება, უბრალოდ უნდა, მის წინააღმდეგ აღძღულ საქმეზე სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსროს:

მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს:
თქვენგან არ ვითხოვ არც დაცვას და არც თანადგომას, ერთი მარტივი მოთხოვნა მაქვს - დააფიქსირეთ პოზიცია ჩემ წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. უბრალოდ თქვენი პოზიციის მოსმენა მინდა.
Levan Ioseliani საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia"- წერს ჟურნალისტი. 

სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში იბარებს იმის გამო, რომ კრემლის პროპაგანდისტებს შეაგინა ფეისბუკზე, ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის.