მგონია, რომ კობახიძეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული, მესამე რაიხის დროს - სამადაშვილი

30.11.21 15:08
მგონია, რომ კობახიძეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული, მესამე რაიხის დროს - სამადაშვილი

"მგონია, რომ კობახიძეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული, მესამე რაიხის დროს", - ფრაქცია "ლელო - საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, ევროპული სტანდარტების ცოდნა დაუწუნა.

ბატონი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით და ამბობდა, რომ თურმე საქართველო, ,,ქართული ოცნების" პირობებში არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. საერთოდ, ბატონ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი საკუთარი განათლებით, ევროპაში, მგონია, რომ გერმანიაში განათლება მიღებული აქვს 1933 - 1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რაიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს იმაზე, რა არის თანამედროვე ევროპული დემოკრატიული ცივილიზაცია. ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული დოკუმენტის ევროპისთვის უკან მიგდება არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპაში კარდაკარ სიარული და მტკიცება, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, უკანასკნელი ბასტიონი, სახალხო დამცველის სახით არის "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი", - თქვა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები