"სუს-ტემა უნდა დაინგრეს!" - საპროტესტო აქცია სუს-თან
"სუს-ტემა უნდა დაინგრეს!" "ახლა დუმილი დანაშაულია" - სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები ლილუაშვილის უწყებასთან უწყების საქმიანობის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ადგილზე დრამებითა და საპროტესტო ბანერებით არიან მისულები.
პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ისინი საპროტესტო აქციას ამჯერად სუს-ის შენობის მოპირდაპირე მხარეს მართავენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
"სირცხვილიას" წევრი, გიგა მაქარაშვილის, თქმით, მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ დაინახოს, თუ რა საფრთხეს წარმოდგენს დღეს აღნიშნული უწყება.
ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ დაინახოს, როგორ საფრთხეს წარმოადგენს ეს შენობა და მის შიგნით ის ამბები, რომელსაც აწყობს ივანიშვილი ზუსტად რუსული ხელწერით, როგორ გვპარავს ამ შენობაში განთავსებული აპარატურით, ხალხით და ბინძური სქემებით არჩევნებს, როგორ აწამებს ხალხს, როგორ აშანტაჟებს, როგორ დაძვრება მათ ტელეფონებში და საძინებლებში და ა.შ. მოკლედ, ეს არის მთავარი ბუედ, რომელიც მიგვქაჩება რუსეთისკენ და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით გვაშორებს ევროპას, - განაცხადა მაქარაშვილმა.