იაგო ხვიჩია ქოცების აგენტია - ნიკა გვარამია
“გირჩი“ არის “ქოცების“ პარტია, ხოლო იაგო ხვიჩია მათი აგენტი, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, “ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით არასდროს იკადრეს თქვას, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთანაა შეკრული, თუმცა, “გირჩი“ რომ ბიძინას სატელიტი პარტიაა და ის ფულს იღებს ამაში, მარტივი მოცემულობაა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი კვლავ ბიძინა ივანიშვილია. მე არ მაქვს მიმოწერა იაგო ხვიჩიასთან, მე იაგო ხვიჩიაზე გამოქვეყნებულ დღევანდელ პოსტში, სააკაშვილისა, მას ერთი აბზაცი რომ ეძღვნება, თან არც უარყოფა რომ არაა, რომ მასთან მიმოწერა ჰქონდა, თან არც იმაზე ლაპარაკია, რაზე ესაუბრა იაგო ხვიჩიას, რომ მას შეეშალა და ბანდიტთან მივიდა და არა პოლიტიკოსთან. იაგო ხვიჩია არის ქოცების აგენტი და ეს სააკაშვილმა ჩემზე უკეთ კი არა, ყველაზე უკეთ იცის, ქოცების აგენტთან მიმოწერა რას ნიშნავს, განემარტა მაშინ, ძალიან საინტერესოა და მერე სამი აბზაცი რომ ეძღვნება გილაურს და გვარამიას, ეს რა ნორმალური ვითარებაა, - განაცხადა ნიკა გვარამია.