ნიკა გვარამიამ ენმ-ის ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშულა

10.09.26 22:12
ნიკა გვარამიამ ენმ-ის ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშულა

კოალიცია „ცვილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ნაციონალური მოძარობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა.

გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და თქვა, რომ ეს ზაზა გოროზიაა, რომელიც სამეგრელოში ყველა დიდ ბიზნესში წილს ფლობს და სწორედ “ქართული ოცნებასთან“ ერთად “ფულს აკეთებს.“

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებენ.  მათ ჰყავთ წევრები, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს წევრები, მაგალითად, ბატონი გოროზია, რომელიც არის სამეგრელოში დიდი ბიზნესების წილში, და ის აკეთებს ფულს ქოცებთან ერთად, იმ ვითარებაში, როდესაც ნახევარი საქართველო დაჭერილია. ის აკეთებს ფულს “ქოცებთან“ ერთად და კი, ნამდვილად უხდის ცალკეულ წევრებს. 

მე რასაც ვუყურებ, მარტივი სქემა თამაშდება - ის, რომ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობს აწყობს, რასაც იაგო ამბობს, ეს ფაქტია, ეს ორ ხმაში ლაპარაკია. ეს არის სიტუაციური მოკავშირეობა იაგო ხვიჩიასთან. ეს სირცხვილია, რადგან არ შეიძლება ხვიჩია თუნდაც ერთი ენმ-ის წევრი მოკავშირე იყოს. ახლა რა ხდება ფეისბუქში - ნაცები ჩემგან იცავენ იაგო ხვიჩიას, არ გეჩვენებათ. მან უკვე თქვა, რომ ბიძინას შეხვდა, უკვე თქვა, რომ მიშასთან მიმოწერა ჰქონდა  და შემდეგი ნაბიჯი იქნება, ის იტყვის, დარწმუნებულ ვარ საშინლე ტყუილს, მიშა სააკაშვილმა რა სთხოვა, ბიძინასთან გადასაცემად. საინტერესოა, მერე რას იტყვიან ნაცები, გვარამიას ნაწილში მართალი იყო ხვიჩია და მიშას ნაწილში არაო? ეგრე დამთავრდება ეს ამბავი - განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები