ის უპრეცედენტო ბრალით ზის ციხეში - ფავლენიშვილმა ხაბეიშვილის პატიმრობის 2 მიზეზი დაასახელა
ენმ-ის პატიმრობაში მყოფილი ლიდერის პატიმრობიდან 1 წელი გავიდა. როგორც პარტიის მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა სუს-ის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თანაგუნდელი ციხეში უპრეცედენტო ბრალით ზის.
მან იმ 2 მთავარ მიზეზზეც ისაუბრა, რის გამოც ივანიშვილის გუნდს ხაბეიშვილის პატიმრობა აწყობს.
1 წელი გავიდა ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებიდან. ის უპრეცედენტო ბრალით ზის, საქართველოს ისტორიაში, ციხეში. მას პოლიტიკურ განცხადებას ედავებიან და მოსამართლეს საკუთარ გადაწყვეტილებაში არც დაუმალავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაპირების გამო ჩასვეს ციხეში. რა არის მიზეზი ამ უპრეცედენტო დევნის - თვით ივანიშვილის რეპრესიულ სისტემაშიც რომ არ ყოფილა, მსგავსი ფაქტი - პირველი, ანტიკორუფციული მოღვაწეობა, ის, რომ ის არის ყველაზე ეფექტური მებრძოლი ივანიშვილის კორუმპირებული დანაშაულებრივი სქემების წინააღმდეგ. სწორედ რომ ხაბეიშვილმა ამხილა ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი სქემები, როგორ იყენებენ საქართველოს, როგორც სანქციებისგან გვერდის ავლის საშუალებას, ამხილა აი, აქ მოკალათებული ვაჟბატონები იმაში, მთავარ ქოლცენტრად როგორ იქცა სუს-ის შენობა და გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის ამხელდა კონკრეტულად ოლიგარქებს, კონკრეტულად ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, იმ დანაშაულებებეში, რასაც ისინი წლების განმავლობაში ჩადიოდნენ და გამოჰქონდა გარეთ ის, რა სიბინძურე ტრიალებდა ივანიშვილის რეჟიმის შიგნით, ამით კი ის ხელს უწყობდა ივანიშვილის რეჟიმის ნგრევას და მეორე, მან დაუბრუნა ქართველ ხალხს რწმენა გამარჯვების, პროტესტის წინააღმდეგობის ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრების, სწორედაც რომ ამ რევოლუციური რწმენის დაბრუნების და გაღვივების გამო, ივანიშვილის რეჟიმმა ის ჩასვა ციხეში, მაგრამ აქედან ჩვენ, მისი თანამებრძოლები და მეგობრები მივმართათ ლევანს - მისი ბრძოლა , ქართველ ხალხტან ერთად, საქართველოს თავისუფლებისთვის, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, ყველა კორუმპირებული და დამნაშავე დაისჯება და ლევანი, თავის თანამებრძოლებთან ერთად შეუდგება ამ ქვეყნის აღმშენებლობას. გამარჯვება და სოლიდარობა ხაბეიშვილს - განაცხადა ფავლენიშვილმა.