შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს.
რატომ ჭიანურდება პროცესი და რატომ არ იწყება საკონსტიტუციოში განხილვა - პაპუაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს კონკრეტული ვადები აქვს და ეს ვადები ჯერ არ გასულა.
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს თავისი ვადები, ჯერ კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, მოლოდინი რა, კანონიც ითვალისწინებს, რომ ვადებში იქნას ეს ყვეალფრი განხილული, ამიტომ ჩვენ ველით, სასამართლომ შესაბამისი პროცესები ამ ვადებში ჩანიშნოს.
გასაგებია, რომ სასამართლოს თავისი დრო სჭირდება, იმისთვის, რომ სარჩელს გაეცნოს, მაომზადოს ამ ყველაფრისთვის, მთავარია, რომ ამ ვადებში იყოს და ეს ვადები არ არის გრძელი, დათქმულია, 9 თვეა კანონმდებლობით განსაზღვრული. ასე რომ არ არის ისეთი ვადა, რომელიც ძალიან შორეულ მომავალში იქნება. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი, ის პარტიები, რომლებიც ჩვენ აღწერილი გვყავს, არიან ანტიკონსტიტუციურები და ამისთვის გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი. პროცედურა ზოგადად ასეა, როგორც კი სარჩელი შედის, რა თქმა უნდა, მოსამართლეები ამ სარჩელს ეცნობიან და ყველა მუშაობს საკითხთან დაკავშირებით, - განაცხდა პაპუშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სასამართლოს ჩანიშვნის შემთხვევაში, აქვთ თუ არა მყარი არგუმენტები, რომ იანვრიდან ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს:
თავისთავად, ჩვენ პირველივე დღიდან მზად ვიყავით სასამართლოსთვის, არა მარტო წერილობით, არამედ პროცესზე წარგვდგინა ჩვენი არგუმენტები. ეს არის არა თუ ტაქტიკა, არამედ საარჩევნო დაპირება, რომელსაცმ 1 200 000 ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. ამასაც აქვს მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ კრიტიკოსებზე ვსაუბრობთ, ამ სარჩელის უკან დგას არ ამხოლოდ საპარლამენტო წარმომადგენლობა,ა რამედ მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი. ასე რომ ეს არის არა მხოლოდ შინაარსობრივად მყარი, ეს არის დემოკრატიულად მყარი და ლეგიტიმური სარჩელი. ჩვენ თავდაპირველ სარჩელში ის პარტიები გამოვყავით, რომლებზეც ჩვენ, მათ შორის სარჩელისთვის საკმარისად მტკიცებულებებიც ჩამოყალიბებული გვქონდა, იქვე ვთქვით, რომ არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება იყოს სხვა პარტიებიც, რომლებსავ, დავამატებ, ბევრი მიზეზის გამო, ერთი მათი ქმედებების გამო, რამდენად იქნება წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ამავე დროს, მათი საქმიანობის შესწავლის სამართლებრივი საფუძვლის კვლევის საფუძველზე, - განაცხადა პაპუაშვილმა.