პოლიციელებმა ჩემი შვილი ფეხქვეშ გაიგდეს და წიხლები ურტყეს - ბესიკ თამლიანის დედა
სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი ამბობს, რომ მისი შვილი ნაცემია. ბესიკ თამლიანი ამ დროისთვისი მცხეთის იზოლატორში იმყოფება და მას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. რუსუდან თამლიანი ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტი იმ დროს სცემეს, როცა პოლიციელი მისთვის წიწაკის სპრეის შესხმას ცდილობდა.
ღამის პირველ საათამდე იქ ვიყავი, 2 სასწრაფო იყო მოსული, ძალიან არის ნაცემი. ძალიან ცუდად მოიქცნენ გუშინ პოლიციელები. სანამ ბაჩოსთან მივიდოდნენ, ოპერატორებს და ჟურნალისტებს წიწაკის სპრეი შეასხეს, ის ბიჭი თვითონ წაიქცა ბაჩოს არ წაუქცევია, წიწაკის სპრეი რომ უნდა შეესხა მეორეს, ამ დროს ჩამოხტა. დროშას მეც ვაფრიალებდი, მეც დამიჭირონ მაშინ. პოლიციელმა უკრაინის დროშა წაართვა და ფეხქვეშ გათელეს.
ჩემი შვილი ფეხქვეშ გაიგდეს და წიხლები ურტყეს, სცემეს უმოწყალოდ დედისვის როგორი ცუდია ამის ყურება, შენ თვალწინ გიკლავენ შვილს, ფეხებს უტყამდნენ ", - ამბობს რუსუდან თამლიანი.