არავის საქმე არ არის - “ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას არ გადახედავს

11.09.26 13:49
არავის საქმე არ არის - “ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას არ გადახედავს

“ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმას არ გადახედავს - პაპუშვილი ამბობს, რომ არცერთი ქვეყნის საქმე არ არის, თუ კი საქართველოში, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში რამე ცვლილება მოხდება. 

მისი თქმით, თუ ამის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხელისუფლებას გააკრიტიკებენ ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა იქნება. 

პაპაუშვილის თქმით, ძალიანაც კარგად შეიძლება პარტიების გაუქმება თუ კი ანტიკონსტიტუციურია პარტია, მას არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში. 

არავის საქმე არ არის საქართველოს სუბიექტი რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუცი სასამართლო, ვინც ამას შეიხებს, ის შელახავს ჩვენ სუვერენიტეტს, ამითი დაარღვევს არა მხოლოდ ჩვენი, როგორც კანდიდატი ქვეყნის უფლებებს, თუკი ეს ვეროკავშირის წევრია, არამედ ამით დაარღვევს ევროკავშირის წესდებას, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტის გარანტია. არავის საქმე არ არის, რასთან დაკავშირებით მიმართავს საქართველოს მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს გამოდის მაშინ, რომ ბრიუსელი, ან რომელიმე დედაქალაქი, ითავსებს მოსამართლის ფუნქციას, რომ გვეუბნებიან, რომ ისინი არიან ზე სასამართლო, რომ ჩვენ სასამართლოს მნიშვნელობა არ აქვს, ვართ რაღაც ვასალები, გვყავს სუზერენი, რომელიც საბოლოო ვერდიქტს ამბობს, კვერთხს დაარტყამს, რა არის თეთრი, და რა არის შავი. ამას ჰქვია ჰქვია იმპერიალისტური აზროვნება, პოლიტოლოგიაში. შესაბამისად, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს სურვილი საკუთარი თავი წარმოაჩინოს ამ აზროვნებაში. როდესაც ჩვენ კრიტიკოსების ხმები გვესმის, მათ შორის ბრიუსელიდან, პარტიის გაუქმება როგორ შეიძლება, ძალიან კარგადაც შეიძლება, თუ კი ანტიკონსტიტუციურია პარტია, მას არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები