დავით გარეჯი ოლიგარქ-დიქტატორმა ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გაყიდა - შალვა ნათელაშვილი

11.09.26 14:38
დავით გარეჯი ოლიგარქ-დიქტატორმა ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გაყიდა - შალვა ნათელაშვილი

აზერბაიჯანმა დავით გარეჯა მიიტაცა - ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღეს გარეჯის მისადგომებთან გააკეთა.

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ქართულ ტაძრებს სახელიც გადაარქვეს.

მან აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების ბოლომდე დასანქცირებისკენ მოუწოდა, ასევე საპატრიარქოს მიმართა, ამოიღონ ხმა.

დაამთავრეთ ივანიშვილის და მისი ბანდის დასანქცირება, სანამ სულ გაყიდის ამ ღვთითკურთხეულ მიწას და გადაეცით ის საერთაშორისო ტრიბუნალს, - თქვა ნათელაშვილმა. 

სანამ ცნობისმოყვარეთა ჯგუფები არკვევენ დავთ გარეჯის ბედს, სრულიად საქართველოს, სამწუხაროდ, მინდა ვაცნობო, რომ ეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართული, ქრისტიანული, 15 - საუკუნოვანი კულტურის ძეგლი, ოლიგარქ-დიქტატორმა, ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გაყიდა. დღეს აგერ ვხედავთ ქართველთა ძირძველ, სისხლით მორწყულ მიწას, რომელიც გუგლ მაპის მიხედვით, შედის აზერბაიჯანის, აღსტაფას რაიონში, და ჰქვია კეჩიდ ჩიდაღი. ჩიდაღი ჰქვია აღდგომის ტაძარს, ჩიდაღი ჩიჩხიტურს, დგანან შეიარაღებული ძალები, უცხო ქვეყნის და იქ შესვლა თუ ვინმეს მოუნდა, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა უნდა გასცეს ნებართვა, მეტი რაღაა ანექსია, ოკუპაცია, გაყიდვა, რალატი, ერის გულში დანის ჩაცემა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მოვუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, დაამთავრეთ ივანიშვილის და მისი ბანდის დასანქცირება, სანამ სულ გაყიდის ამ ღვთითკურთხეულ მიწას და გადაეცით ის საერთაშორისო ტრიბუნალს. მოვუწოდებ საპატრიარქოს, ამოიღეთ ხმა, როდემდე უნდა იყოთ დადუმებული, აქ შაჰაბასის მიერ დახოცილი 6 ათასი ბერის სისხლი ზეცაში ღაღადებს, თქვენ კი თქვენი ბიზნესით ხართ დაკავებული, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები