მთავარია, რუსეთის პროკურატურამ მოითხოვოს და ცოლის ღალატის მიზეზითაც გაგიშვებენ ციხეში - ჯეჯელავა ბარამიძის დაკავებაზე

11.09.26 18:30
მთავარია, რუსეთის პროკურატურამ მოითხოვოს და ცოლის ღალატის მიზეზითაც გაგიშვებენ ციხეში - ჯეჯელავა ბარამიძის დაკავებაზე

ეთიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა გია ბარამიძის დაკავებაში რუსულ კვალს ხედავს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მხოლოდ გია ბარამიძეღა იყო გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო.

ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო. მთავარია, რუსეთის პროკურატურამ მოითხოვოს და საქართველოს პროკურატურა სამშობლოს ღალატის კი არა, ცოლის ღალატის მიზეზითაც გაგიშვებს ციხეში. გიაც აიტანს ციხეს მაგრამ აწი რასაც მოგთხოვენ რუსები, იმას რიგორ გადაიტანთ, მაგასაც ვნახავ!,- წერს ჯეჯელავა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს. 

ბარამიძის დაკავების შესახებ, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არცერთ უწყებას არ გაუვრცელებია. 

ვიცით ის, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა. 

  • შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

მაშინ გია ბარამიძემ არ გამორიცხა რომ მას დააკავებდნენ.