მიხეილ სააკაშვილი, როგორც ბრალმდებელი, 2 დეკემბრის პროცესისთვის ემზადება - კობა ნაყოფია

30.11.21 17:26
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ბრალმდებელი, 2 დეკემბრის პროცესისთვის ემზადება - კობა ნაყოფია

2 დეკემებრს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მისვლას მთავარი ბრალმდებლის სტატუსით გეგმავს. პრეზიდენტი ,,ოცნების" ხელისუფლების მხილებას აპირებს და მხარდამჭრებს საქალაქო სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწდებს, რათა რეჟიმს მოქალაქეებმა დაანახონ, რომ მთავარსარდლის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობას არ შეეგუებიან.

მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ფორმაშია - ამბობს კობა ნაყოფია. 

არაჩვეულებრივ პოლიტიკურ ფორმაშია, 2 დეკემბერს აუცილებლად წარსდგება სასამართლო პროცესზე, როგორც ბრალმდებელი, ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის, მას ექნება ე.წ. საბრალდებო დასკვნა, რომელსაც წარუდგენს ქართულ საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ პროცესზე აუცილებლად მოვიდნენ - ამბობს კობა ნაყოფია, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა.

ე.წ. პიჯაკების საქმე - მიხეილ სააკაშვილთან ერთად განსასჯელის სკამზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშიაც, იჯდება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 დეკემბერს, ხუთშაბათს, 11 საათზეა ჩანიშნული.

 

მსგავსი სიახლეები