"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით" - ანა წითლიძე
"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით" - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ანა წითლიძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა და გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა.
- ანა წითლიძე საქართველოს პროკურატურასთან მივიდა, სადაც გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დაკავება ბიძინა ივანიშვილის დავალებაა.
"რამდენიმე თვის წინ, რუსეთის ხელისუფლებამ და პუტინმა ასევე მიუსაჯა გია ბარამიძეს და ახლა უკვე "ოცნებამ" შეასრულა მათი ეს დავალება" - აღნიშნავს ანა წითლიძე.
ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ გატეხენ ამ დაკავებებით. გიორგი ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა რუსებს, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში, იბრძოდა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ და გიორგი ბარამიძეს ეს რუს-ქოცები ვერ შეაშინებენ ნამდვილად.
რეალურად ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალება. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ რამდენიმე თვის წინ, რუსეთის ხელისუფლებამ და პუტინმა ასევე მიუსაჯა გია ბარამიძეს და ახლა უკვე "ქართულმა ოცნებამ" შეასრულა მათი ეს დავალება.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, საკუთარი თავი, რომ ადამიანებად წარმოუდგენიათ, ვისი ჩვენების საფუძველზეც, ყალბი ჩვენების საფუძველზე დააკავეს გია ბარამიძე, ეს არის კობა ლიკლიკაძე, კობა კობალაძე და მალხაზ თოფურია და რომ იცოდეს საზოგადოებამ ვინ არიან ეს ადამიანები: მალხაზ თოფურია, ვინც ირმა ინაშვილთან ერთად პუტინს წერილს სწერდა, პატივისცემას გამოხატავდა და ეუბნებოდა, რომ მას საქართველო უნდა დაეცვა. ამ ადამიანებს მინდა მივმართო, რომ თქვენი ჩვენების გამო უსამართლოდ ადამიანი დააკავეს, თქვენ არც ქართველები ხართ, არც ქრისტიანები და არც კაცები," - განაცხადა ანა წითლიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს.
ბარამიძის დაკავების შესახებ, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არცერთ უწყებას არ გაუვრცელებია.
ვიცით ის, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.
- შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.
მაშინ გია ბარამიძემ არ გამორიცხა რომ მას დააკავებდნენ.