"ვინც გულს იფხანთ, ღარიბაშვილი გახსოვდეთ - თქვენს კართანაც დაიჩოქებს განუკითხაობა" - ჩერგოლეიშვილი ბარამიძეზე

11.09.26 20:44
"ვინც გულს იფხანთ, ღარიბაშვილი გახსოვდეთ - თქვენს კართანაც დაიჩოქებს განუკითხაობა" - ჩერგოლეიშვილი ბარამიძეზე

"ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიროგი ბარამძის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაჭერით მარგარიტა სიმონიანის ნახევარი საქართველოს მიერ გინებას "აბალანსებენ". 

"ვინც გულს იფხანთ, ღარიბაშვილი გახსოვდეთ - თქვენს კართანაც დაიჩოქებს განუკითხაობა" - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა.

ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ.

ვინც გულს იფხანთ, ღარიბაშვილი გახსოვდეთ - თქვენს კართანაც დაიჩოქებს განუკითხაობა," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები