"ერთ ადგილზე დაიხატა "ქართულმა ოცნებამ" ეს ქვეყანა" - ლევან ბეჟაშვილი

11.09.26 22:17
"ერთ ადგილზე დაიხატა "ქართულმა ოცნებამ" ეს ქვეყანა" - ლევან ბეჟაშვილი

"ერთ ადგილზე დაიხატა "ქართულმა ოცნებამ" ეს ქვეყანა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა "TV პირველის" ეთერში, თეა ადეიშვილთან ინტერვიუს დროს განაცხადა. 

მისი თქმით, გიორგი ბარამიძეს რუსეთმა ექვს-ნახევარი წელი მიუსაჯა და სწორედ ეს არის "მთავარი მტკიცებულება დღეს რუსული ოცნების პროკურატურისათვის, რომ არსებობს დავალება და ეს დავალება უნდა შეასრულონ". 

გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა საქართველოსთვის, ეროვნული მოძრაობის დროს, შემდგომ აფხაზეთში იარაღით ხელში... გიორგი ბარამიძე, რომელიც ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო და რეფორმებს ახორციელებდა, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს აყალიბებდა, გიორგი ბარამიძე, რომელიც საქართველოს ინტერესებისათვის უკრაინაში იბრძოდა 2022 წლიდან და რუსეთმა ექვს-ნახევარი წელი მიუსაჯა. ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, ეს არის მთავარი მტკიცებულება დღეს რუსული ოცნების პროკურატურისათვის, რომ არსებობს დავალება და ეს დავალება უნდა შეასრულონ. [...]

დღეს დაგვიანონსეს პარტიების გაუქმება, საერთოდ არ გვაინტერესებს იმიტომ, რომ პარტია კი არა ქვეყანა გაუქმდა, არაფერი აღარ არსებობს ქვეყანაში, ერთ ადგილზე დაიხატა "ქართულმა ოცნებამ" ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესები," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

„გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები