ან სააკაშვილი გაგიჟდა, ან იყო შეთანხმება ,,ოცნებასთან", სხვა ვერსია არ არსებობს - იაგო ხვიჩია

30.11.21 18:55
ან სააკაშვილი გაგიჟდა, ან იყო შეთანხმება ,,ოცნებასთან", სხვა ვერსია არ არსებობს - იაგო ხვიჩია

სააკაშვილი გარიგებული იყო ,,ოცნებასთან", ამიტომაც ჩამოვიდა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოში, დააჭერინა თავი და ამით ხელისუფლებას რეიტინგი აუწია - ,,გირჩის"ლიდერი, იაგო ხვიჩია, შეთქმულების თეორიაზე საუბრობს. მისი აზრით, არსებობს მხოლოდ ორი ვერსია, რატომ დაბრუნდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში. პირველი - ეს იყო გარიგება ხელისუფლებასთან, მეორე კი - სააკაშვილი უბრალოდ გაგიჟდა.

ჩემი აზრით, ნებისმიერი კრიზისის დროს ,,ოცნება" და ,,ნაცმოძრაობა" ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ. გაუჭირდათ 43%-იანი ბარიერის გადალახვა, ჩამოიყვანეს სააკაშვილი, აგვიფრიალეს თვალწინ და გადალახეს ბარიერი. რა სარგებელი ნახა საკაშვილმა ამ ჩამოსვლით? ნებისმიერი პოლიტიკოსი სიხარულით ჩაჯდებოდა რამდენიმე თვით, თუ მოასუფთავებდა პოლიტიკურ ველს და აიღებდა დაგეგმილზე ერთი მესამედით მეტ ხმას. 

როცა ჩამოდიხარ საქართველოში მალულად, არც ერთი თანამოაზრე არ გყავს, არავინ გამოუვლენია არც პროკურატურას, არც გამოძიებას, მარტო ახდენდა ადამიანი რევოლუციას სატვირთოს მძღოლთან ერთად?! ბარდები ხელისუფლებას არჩევნების წინა დღით და ამით ახდენ ცალკე შენი და ცალკე ხელისუფლების მხარდამჭერების მობილიზებას, შენ გადიხარ საპატიო მეორე ადგილას, ,,ოცნება" კი ლახავს 43%-იან ბარიერს.

ან შესაძლოა, სხვა დასკვნა არსებობდეს, რომ სააკაშვილი გაგიჟდა, არ იყო საღ ჭკუაზე და დაიჭირეს. ან გაგიჟდა, ან იყო შეთანხმება, სხვა ვერსია არ არსებობს - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ,,ტვ პირველის" ეთერში.

 

მსგავსი სიახლეები