ივანიშვილი კობახიძეს "შეაწმინდავს" ხელს - ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებზე
მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ახლა უკვე მასთან დაკავშირებული გავლენიანი კადრების ჩამოშლაც მოჰყვა - ასე აფასებს ოპოზიცია მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს.
"თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი, გიორგი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური ფიგურის წასვლის შემდეგ მასთან დაკავშირებული მთელი ვერტიკალის ჩამოშლა სისტემის პერსონალისტურ ხასიათს აჩვენებს. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები უკვე ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ მომავალსაც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ცხადია, რომ ასე უცებ ადამიანები სამსახურიდან არ უნდა წასულიყვნენ მდინარაძის გათავისუფლების შემდეგ. ფაქტი არის ერთი, ეს გადადგომა ადასტურებს, რომ მდინარაძეს აშკარად აქვს პრობლემები სისტემასთან. ეს პერსონალისტური მართვა მაგას მიუთითებს, რატომ? ერთი პერსონა მიდის, მერე მთელი ვერტიკალი იშლება და მერე ფაქტია, რომ იზრდება ასევე კორუფციული გარიგებების რისკი იმის გამო, რომ ეს რაღაც ნეპოტიზმი და ერთი კაცის ქვეშ ჩამოყალიბებული სისტემა ქმნის მუდმივად ამ ტიპის რისკებს. ივანიშვილს მოუწევს, ორ მიზანშეწონილობას შორის გაკეთოს არჩევანი: ერთი, დაუყოვნებლივ კობახიძის გათავისუფლებით ამ წუთას არსებული პრობლემები გადაჭრას და მეორე არის კალენდარული არჩევნები 2028 წლის, ფაქტია, რომ მაგ დროს კობახიძე არ იქნება, ჩემი აზრით, - ამბობს შაიშმელაშვილი.
ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი კი მიმდინარე საკადრო წმენდას „ქართულ ოცნებაში“ გავლენებისთვის ბრძოლის გაგრძელებად მიიჩნევს. მისი შეფასებით, მდინარაძის კადრების ჩამოშორებით სახელისუფლებო სისტემა კიდევ უფრო სუსტდება, ხოლო ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში ირაკლი კობახიძე რჩება.
ივანიშვილი, საერთოდ, ასეთი კაცია, რომ მდინარაძეს დააჭერინა ე.წ. ბობოლა ქოცები, რესურსი ვისაც გააჩნდა, საშიშ ხალხს მათ შორის და შემდეგ სრულიად ველის მოსასუფთავებლად უკვე მდინარაძის და მისი კადრების მოშორება გადაწყვიტა. ეს არის კიდევ ერთი შიდა დაჭმადა შიდა დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად კარგია ჩვენთვის, იმიტომ, რომ რაღაც შუშის ფეხებზე რაც იყო შერჩენილი სისტემა, იმ შუშის ფეხებიც კი დაბზარულია. კობახიძე არის ჰაერში და საერთოს ურესურსოდა დარჩენილი. მათ შორის, ჩემი აზრით, კობახიძე იქნება ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად დააზარალებს და ყველაზე მეტად შეაწმინდავს ხელს ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა მაღალჩინოსნების ნებაყოფლობით წასვლის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, ერთი თანამდებობის პირის ჩამოშორებას მასთან დაკავშირებული კადრების ჯაჭვური წასვლა მოსდევს, რაც ინსტიტუციების სისუსტესა და მმართველ გუნდში არსებულ შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მიუთითებს.
რა თქმა უნდა ილუზიები იმის, რომ ეს ადამიანები თავისი ნებით ტოვებენ თანამდებობებს, არავის აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შედეგი იმ შიდა კლანური დაპირისპირების, რაც არსებობს "ქართულ ოცნებაში". მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა - ერთი პირი თავისუფლდება თანამდებობიდან, ჯაჭვურირ ეაქციით მიყვება ხოლმე მისი კადრების გათავისუფლება. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციებზე არავინ ფიქრობს და ამავროულად, ისიც არის საგანგაშო, რომ სამომავლო ხედვა არავის აქვს და ერთი დღით ცხოვრობენ და ეს, რა თქმა უნდა, ასუსტებს სახელმწიფოს, - ამბობს ლანა გალდავა.
"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ თანამდებობა დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ცნობით, მიხეილ
მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე თანამშრომლებს გუშინ გვიან ღამით დაემშვიდობნენ.
"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ უწყებიდან ისინი პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძესთან ახლობლობის გამო გაუშვეს.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.