ომბუდსმენი ნადირაძისა და ბერიძის განაჩენის გადახედვას ითხოვს - იოსელიანმა სასამართლოს „მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა
უსაფუძვლო ბრალდება და არასამართლიანი განაჩენი - სახალხო დამცველი ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის საქმეების გადახედვას ითხოვს. ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება უკვე წარუდგინა. დოკუმენტში საუბარია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების არასაკმარისობაზე და იმაზე, რამდენად დაუსაბუთებულია მათთვის „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების“ ბრალის წაყენება.
სააპელაციო სასამართლოში ხვალ 9 მსჯავრდებულის პროცესი 16:00 საათზე გაიხსნება. სხდომას არ დაესწრება გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი.
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა და ისევე, როგორც პირველ ინსტანციაში და ისევე, როგორც პაატა მანჯგალაძის მიმართ, ამ შემთხვევაში ირაკლი ნადირაძის და ლაშა ბერიძის მიმართ სახალხო დამცველი ასაბუთებს სამართლებრივად, რომ მათ მიმართ 225 მუხლით, ჯგუფურ ძალადობაში ორგანიზებაში მსჯავრდება ირაკლი ნადირაძის და ლაშა ბერიძის, მისი აზრით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.
სააპელაციო სასამართლოსგან, ჩვენ, აბსოლუტურად ობიექტურად ვამბობ, ველით სრულად გამამართლებელ განაჩენს, მაგრამ რაგდნაც, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის სამართლებრივ მოსაზრებაზე ვსაუბრობთ, რომელმაც მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნიშნების არარსებობაზე ისაუბრა და მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სულ მინიმუმ, სააპელაციო სასამართლოგსნა, ობიექტურ პირობებში, უნდა ველოდებოდეთ ამ მძიმე მუხლის მოხსნას და გამართლებას ამაში მსჯავრდებული პირების, მაგრამ თუ დავუბრუნდებით ქართულ რეალობას, იმ პოლიტიკური მართლმჯსაულებას, რომელსაც ადგილი აქვს სასამართლოს შენობებში, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, - ამბობს სამოქალაქო მონაწილების ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე.
ირაკლი ნადირაძეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს.