ბარამიძის საქმე და საბოტაჟის ბრალდება - იურისტები სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ

13.09.26 13:52
ბარამიძის საქმე და საბოტაჟის ბრალდება - იურისტები სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში სერიოზული სამართლებრივი ხარვეზებია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეს ეხმაურება. საიას შეფასებით, პროკურატურა ცდილობს, ბარამიძის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები საბოტაჟად დააკვალიფიციროს და პოლიტიკოსის განცხადებებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შინაარსი მიანიჭოს. 

პროკურატურა ვალდებულია, რომ დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებები, თუ სახელმწიფოს რომელ საქმიანობაში შეეშალა ხელი ანუ რომელი საქმინობა ვერ განახორციელა. 

გარდა ამისა, აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშნელოვან და აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს განზრახვა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას. ანუ კონკრეტული განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საქართველოს დასუსტების მიზნით. ის ფაქტი, რომ კონკრეტული განცხადების შინაარსი არის მიუღებელი ან სადავო, არ არმოადგენს ამის მტკიცებულებას. 

რაც შეეხება სამშბლოს ღალატს, რომელიც ასევე ბრალში გვხვდება, აღნიშნული ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში არ ქმნის დამოუკიდებელი დანაშაულის შემადგენლობას. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ნორმას სამართლებრივზე მეტად აქვს პოლიტიკური თუ სოციალური მნიშვნელობა, - ამბობს საიას იურისტი ჯუბა ქათამაძე.

სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე კი ბარამიძისთვის საბოტაჟის ბრალის წაყენებას „სამართლებრივ აბსურდს“ უწოდებს. მისი განმარტებით, ისტორიულ მოვლენებზე გამოთქმული მოსაზრება, რამდენად მიუღებელიც უნდა იყოს ის, საბოტაჟის დანაშაულის ნიშნებს ვერ აკმაყოფილებს. 

32 წლის წინანდელ გამოცდილებაზე ისტორიულ გადაცემაში მოსაზრების გამოთქმა, რაც არ უნდა დაუსაბუთებელი, მიუღებელი, შეურაცხმყოფელი იყოს, არ წარმოადგენს დანაშაულს საერთოდ და მითუმეტეს - საბოტაჟს.

საბოტაჟის მუხლის შემადგენლობა არის ძალიან კონკრეტული და ეს გულისხმობს სახელმწიფო საწარმოებების, დაწესებულებების ინფრასტრუქტურის დაზიანებას, მისი საქმიანობისთვის არსებით ხელშეშლას და ისეთი სუბიექტური ელემენტის არსებობას, როგორიც არის ქვეყნის დასუსტების ელემენტი. ეს გარემობები შეუძლებელია არსებობდეს, როცა კონკრეტული აზრის და გამოთქმული მოსაზრების შეფასება ხდება. ამიტომ, ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი. ეს არის მუხლი, რომელსაც "ქართული ოცნება" ძალიან ფართოდ, სამართლებრივი სიზუსტეების გარეშე იყენებს და პრინციპში, მათი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და განადგურება, - ამბობს სამართლიანოს ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერს, დაკავებულ გიორგი ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიებსი სახით 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. 

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები