გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

01.12.21 10:15
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგი უგულავას  საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

 გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  29 ნოემბერს დააკავეს და მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს. 

უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები