უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

01.12.21 11:26
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს, მის წინააღმდეგ ლევან იოსელიანი წავიდა.

კომიტეტმა უმრავლესობით მხარი  ასევე დაუჭირა თამარ ოქროპირიძეს და თეა ძიმისტარაშვილს, ხოლო წინააღმდეგ წავიდა ლევან იოსელიანი. კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ნინო სანდოძესაც, მის წინააღმდეგ ლევან იოსელიანი და ფრიდონ ინჯია წავიდნენ.

კომიტეტი მხარდაჭერილ კანდიდატებს რეკომენდაციას გაუწევს და მათ პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად დღეს წარადგენს. პროცესს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო.

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. 

 

მსგავსი სიახლეები