კადრი, ნაცმოძრაობის მმართველობის წლებიდან - ცნობილი ხდება, ვინ დანიშნეს ფინანსური პოლიციის უფროსად

14.09.26 15:34
კადრი, ნაცმოძრაობის მმართველობის წლებიდან - ცნობილი ხდება, ვინ დანიშნეს ფინანსური პოლიციის უფროსად

ფინანსთა სამისნიტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად, მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

ის ამ უწყებაში წლების შემდეგ უფროსის თანამდებობაზე ბრუნდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 2004-2009 წლებში გამყრელიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა.

ის 2010- წელს დააწინაურეს და ამავე უწყების ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე გადანიშნეს. 2017 წელს გამყრელიძემ საჯარო სამსახური დატოვა.

ის “ლიბერთი“ ბანკში წავიდა და უსაფრთხოების, პრობლემური სესხების და სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

2025 წლის 11 აგვისტოდან, ის სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს, დღეს კი საგამოძიებო სამსაუხრი ჩააბარეს.