კობახიძე ირანის ელჩის პასუხად: სანქციებზე ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
თბილისის პოლიტიკას “ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს“ - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩის განცხადებებს.
მისი თქმით, “ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია“.
“თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ“, -თქვა მან.
კობახიძის მტკიცებით, ისინი სანქციების გვერდის ავლას არ დაუშვებენ და ყველა საერთაშორისო სანქცია უერთდებიან.
თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა: თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას.
ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი, თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
- საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიების მიმართ აშშ-ის სანქციების დაცვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიანიშნა, რომ ირანელი ტურისტებისთვის საქართველო ერთადერთი შესაძლო მიმართულება არ არის.
- დიპლომატის თქმით, ბოლო დღეებში ირანელი ტუროპერატორები საელჩოს საქართველოს მიმართულებით მოგზაურობის გაგრძელების საკითხზე მიმართავენ. მოჯანი აცხადებს, რომ ირანი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, თუმცა ტურისტებიც არჩევანს უსაფრთხოების, ფასის, კომფორტისა და „ურთიერთპატივისცემის“ გათვალისწინებით გააკეთებენ.