ოპოზიციონერი ლიდერი ბრალის წარდგენის მოლოდინში - უგულავა სასამართლოში მიიყვანეს

01.12.21 11:22
ოპოზიციონერი ლიდერი ბრალის წარდგენის მოლოდინში - უგულავა სასამართლოში მიიყვანეს

ოპოზიციის ლიდერი, გიგი უგულავა, მარნეულის იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით პროცესი ჩანიშნული ამ დრომდე არ არის. ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი, ამბობს, რომ უგულავას მიმართ მაქსიმალური, 48 საათიანი  პატიმრობის ვადა სრულად  გამოიყენეს. კონდახიშვილის თქმით, პროცესზე უწყვეტ ვიდეოკადრებს წარადგენს, რომელიც უგულავას უდანაშაულობას ამტკიცებს. 

ნიშანდობლივია, რომ სრულად 28 საათი გამოიყენა ხელისუფლებამ და დატოვა გიგი უგულავა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ჯერ პროცესი არ არის ჩანიშნული.

მასობრივი დაკავება - ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა. უგულავას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობა. ჩვენ წარვადგენთ უწყვეტ ვიდეოკადრებ, სადაც ჩანს რომ გიგი უგულავას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი. 

გიგი უგულავამ "ტვ პირველთან" თქვა, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მის მიმართ სასამართლო,  პროგნოზს წინასწარ ვერ აკეთებს. 

 

მსგავსი სიახლეები