"პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება
"პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება. მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრია.
49 წლის მაია ბითაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია.
2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2017-20 წლებში იყო თბილისი მერის კალაძის მოადგილე. პოლიტიკურ წრეებში მას სწორედ კალაძის კადრად მოიაზრებენ.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თიკა რუხაძემ მინისტრის თანამდებობა სოციალური ქსელით გამოქვეყნებული განცხადებით 28 ივლისს დატოვა.
"ქართული ოცნების" გუნდში არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 სექტემბერს თქვა, რომ კულტურის მინისტრს უახლოეს მომავალში დანიშნავენ. მანვე მიანიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ამ თანამდებობაზე კანდიდატი პარლამენტიდან შეარჩიეს.
ამჟამად საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას პროფესიით ეკონომისტი მიხეილ კიკნაძე ასრულებს. 2025 წლამდე მას მას სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.