აქცია აჭარაში - სუს-ის შენობასთან "ყური" მიიტანეს
აქცია აჭარაში - ამ წუთებში ,,ევროპული საქართველოს" წევრები ლილუაშვილის უწყებასთან აქცია-პერფორმანსს მართავენ.
ადგილზე მისულმა პარტიის წევრებმა ძალოვანი უწყების შენობასთან სიმბოლურად "ყური" მიიტანეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ფორმატით ისინი კიდევ ერთხელ ახსენებენ მოქალაქეებს, რომ სუს-ი ხელისუფლების დავალებით უკანონოდ უსმენს ყველას.