უარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - "ოცნება" ოპოზიციას არგუმენტების არქონაში ადანაშაულებს

01.12.21 11:53
უარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - "ოცნება" ოპოზიციას არგუმენტების არქონაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" წევრები საოკნსტიტუციო ცვლილებებზე უარს ოპოზიციის მხრიდან არგუმენტების არ ქონით ხსნიან. პარალმანეტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს საკითხის შინაარსობრივ განხილვას სთავაზობს და ამბობს, რომ ამ გარემოების გარეშე "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვალდებულება არ აუღია. 

თუ წარმოადგენენ არგუმენტებს, ლოგიკას, რომ შესაბამისი ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებისთვის. ამას  სჭირდება არგუმენტები, ჩვენ ამაზე ვიყავით შეთანხმებული, რომ საკითხები უნდა განგვეხილა შინაარსობრივად და ამისთვის მზად ვართ. არანაირი ვალდებულება სხვა ისე, რომ არ გავითვალისწინოთ ამ ყველაფერს ექნება თუ არა ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოსთვის პოზიტიური დატვირთვა, ამის გარეშე ჩვენ არანაირი ვალდებულება არ აგიღია, ამიტომ მზად ვართ შინაარსობრივი განხილვისთვის, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას ჯერ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებასა და სამუშაო პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს. 

რა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ როდესაც უარს აცხადებენ საკუთარი ამომრჩევლების ნების განხორციელებაზე მთავარ პოლიტიკურ ორგანოში. თუ მათ სურთ ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ჯერ ამაზე შეთანხმდნენ და მუშაობა სურთ ნორმალური მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, შეთანხმდნენ ამაზე და ამის შემდგომ ჩვე შეგვიძლია დავიწყოთ კონსულტაციები, - განაცხადა მაჭარაშვილმა. 

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის და დასავლელი  პარტნიოერების წინაშე მიცემული პირობა, სავარუდოდ, ისევ არ შეასრულა . მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აღარ აპირებს. "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ განხილვა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლებას  ოპოზიციის ქცევა მოეწონება.

ამის გარდა, თუ  ცვლილებებს  მმართველი გუნდი მხარს მაინც დაუჭერს,  მიღებული დოკუმენტი ვადამდელ არჩევნებს არ შეეხება და ის მხოლოდ  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამოქედდება.

 

მსგავსი სიახლეები