არავინ იცის, რას მოაწერა ხელი კალაძემ - გოცირიძე ბუნდოვანი გარიგებების შედეგად წაგებულ დავაზე

01.12.21 13:14
არავინ იცის, რას მოაწერა ხელი კალაძემ - გოცირიძე ბუნდოვანი გარიგებების შედეგად წაგებულ დავაზე

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე რუსეთთან წაგებულ დავაში  კახი კალაძეს ადანაშაულებს. გოცირიძის შეფასებით სახელმწიფოს, კალაძის ენერგეტიკობის მინისტრობის დროს გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებების შედეგად, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. გოცირიძე ბუნდოვანი გარიგებების მიღმა დედაქალაქის მერის კორუფციულ ინტერესებს ხედავს. 

საქართველომ 300 მილიონი ლარი დაკარგა "თელასთან", კალაძის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით იზარალა ქვეყანამ და მოიგო მისმა კომპანიამ, რომელიც ზის მასთან დაახლოებული პირის სახით. თავის დროზე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება რუსულ მხარესაა, ყველა  არის საიდუმლო, ყველგან დევს კორუფციული ინტერესები, არავინ იცის, რას მოაწერა კალაძემ 2013 წელს ხელი. ასევე დამნაშავეა "თელასი", რომელიც მანიპულირებდა ელექტროენერგიის ფასებით საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე. "თელასის" ყველა თავმჯდომარე, ნარმანიათი დამთავრებული არის ამაში დამნაშავე და სახლიდან მოუწევთ ამის მოტანა", - თქვა რომან გოცირიძემ. 

მსგავსი სიახლეები