სააკაშვილი სიტყვას გამოიყენებს, რომ ეს პროცესი იყოს ლაკმუსის ქაღალდი - ადვოკატი

01.12.21 13:45
სააკაშვილი  სიტყვას გამოიყენებს, რომ ეს პროცესი იყოს ლაკმუსის ქაღალდი - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სიტყვას გამოიყენებს იმისთის, რომ სასამართლო პროცესი ლაკმუსის ქაღალდი გახადოს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს,- ამის შესახებ მესამე პერიზდენტის ადვოკატი, შოთა თუითბერიძე აცხადებს. 

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სააკაშვილს საჯარო მიმართვის საშუალება არ მისცეს. 

მე არ ვიცი პრეზიდენტის სიტყვა, არ წამიკითხავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სიტყვას გამოიყენებს, რომ ეს პროცესი იყოს ლაკმუსის ქაღალდი. რა ფუფუნებაც ჰქონდა ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში, რომ მათ შეეძლოთ პასუხის გამცემის გარეშე ყველანაირი სიბინძურე დაებრალებინათ ადამიანისთვის, ეს ყველაფერი ახალ გახადოს ნათელი. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და მიხეილ სააკაშვილს არარ ჰქონდა ქართველ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება. პოლიტიკურია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნებისმიერ სხვა ადგილას არის და უნდა იყოს დამოკიდებული არა იმაზე, მინისტრი რას ფიქრობს ან დემონსტრაცია სადმე გაიმართება თუ არა, არამედ იმაზე, სჭირდება თუა მიხეილ სააკაშილს იყოს სამკურნალო დაწესებულებაში, - ამბობს შოთა თუთბერიძე.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალშ მიხეილ სააკაშვილს ხვდება.

მსგავსი სიახლეები