Forbes-მა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა

16.09.26 16:40
Forbes-მა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს.

bm.ge-ის ცნობით, მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი ქონების შეფასება 2025 წელს $2.7 მილიარდამდე შეამცირა.

განსხვავებული ვითარებაა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პროფილი გასულ წელს, $6.5-მილიარდიანი შეფასებით წაიშალა და ის ამჟამად ამ რეიტინგში საერთოდ აღარ არის.

Bloomberg-ის ტერმინალის გასული წლის მონაცემებით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა და 3.6 მილიარდი იყო. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანს შორის კი 2025 წლის აპრილის შემდეგ აღარაა, როცა მისი ქონება 6.3 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. [ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია].

ბიძინა ივანიშვილის ქონების ცვლილება Forbes-ის მიხედვით: