"კოსმოსიდან მოხდა ჩარევა", "პრიჩინებს" ეძებთ" - რას ამბობენ "ოცნების" დეპუტატები სკანდალურ კენჭისყრაზე
გახარიას გუნდის კანონპროექტის სკანდალური კენჭიყრის შემდეგ, განმეორებით ხმის მიცემაზე "ოცნებამ" უარი თქვა. ამასთან, ივანიშვილის გუნდში ისევ ამტკიცებენ, რომ ეგაუგებრობა ტექნიკური მიზეზით მოხდა.
ირაკლი კირცხალია კენჭისყრასთან დაკავშირებულ კითხვას კითხვას ირონიულად პასუხობს და ამბობს, რომ "ჩარევა კოსმოსიდან" მოხდა.
სასაცილოა... კოსმოსიდან მოხდა ჩარევა, - ამბობს კირცხალია.
კენჭისყრის შედეგებში საკუთარი ხმის დაფიქსირებას ტექნიკურ პრობლემას უკავშირებს ვასილ ჩიგოგიძეც. მისი ვარაუდით, შეცდომა შესაძლოა თავად აპარატურაში ყოფილიყო.
მემგონი, იქ რაღაც თვითონ აპარატურაში იყო შეცდომა. არაფერი რომ არ გაქვთ "სასპორი", მერე რაღაც "პრიჩინებს" ეძებთ, - ამბობს ვასილ ჩიგოგიძე.
ალუდა ღუდუშაური კი ამბობს, რომ გახარიას პარტიის ინიციატივისთვის შეგნებულად მხარდაჭერა მისთვის წარმოუდგენელია და მომხდარს „სასაცილოს“ უწოდებს.
ამ ქვეყნის მტრებს თითსაც მივაჭერთ და სხვა რამესაც... არ იყო ტექნიკური ხარვეზი თქვენ ფიქრობთ? და დავუჭირეთ მხარი ამ აბსურდს? წარმოუდგენელია. მართლა სასაცილოა, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
პარტია “ქართული ოცნების“ 16- მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ კანონებში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს.
მათ შორის არიან: თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ვახტანგ თურნავა, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ჭყონია, ეკა სეფაშვილი.
ინიციატივა ჩავარდა, თუმცა კენჭისყრაზე მის სასარგებლოდ ხმა 28 დეპუტატმა მისცა. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემადგენლობაში 12 დეპუტატია.
კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებს.