დღეს სუს-ის ახალი შეფი 6 წლით აირჩიეს - ძველი ციხეში 13 წლით გაუშვეს

16.09.26 17:50
დღეს სუს-ის ახალი შეფი 6 წლით აირჩიეს - ძველი ციხეში 13 წლით გაუშვეს

პარლამენტმა დღეს სუს-ის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი 6 წლით დაამტკიცა, ყოფილი შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი კი ცოტა ხნსი წინ სასამართლომ 13 წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

მოსამართლე ნინო თარაშვილის განაჩენის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში 2038 წლამდე უნდა იჯდეს - თუ ყოფილ მაღალჩინოსანის განაჩენი შემდგომ ინსტანციებში არ გადაიხედება, გამოდის, რომ ლილუასვილის ციხეს 62 წლის ასაკში დატოვებს.

სუს-ის ყოფილი შეფი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.

რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.

მსგავსი სიახლეები