პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატი უვადოდ დანიშნა

01.12.21 14:27
პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატი უვადოდ დანიშნა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა:

გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

მანამდე კი კანდიდატებს მხარდაჭერა იურიდიულ კომიტეტში გამოუცხადეს. 

მსგავსი სიახლეები