ივანიშვილმა "პარაგრაფის" ფასი დაადო მარნეულის "კაპეზეს" - გიგი უგულავა ჯარიმაზე

01.12.21 14:35
ივანიშვილმა "პარაგრაფის" ფასი დაადო  მარნეულის "კაპეზეს" - გიგი უგულავა ჯარიმაზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, რომელიც მოსამართლემ ცოტა ხნის წინ 3000 ლარით დააჯარიმა, ირონიით აღნიშნავს, რომ მარნეულის "კაპეზეს" ივანიშვილმა სასტუმრო "პარაგრაფის" ფასი დაადო. 

3 ათასი ლარით დამაჯარიმა, ანუ მარნეული "კაპეზე" 24 საათში, რომ იცოდეთ, ღირს 500 დოლარი დაახლოებით, ასე გამოდის, ივანიშვილის „სტავკაა“ ეგ. „პარაგრაფის“ ფასი,  თავის სასტუმროს ფასი დაადო მარნეულის კაპეზეს, - ამბობს უგულავა.  

გიგი უგულავა ორშაბათს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე, დააკავეს. უგულავას გამოძიება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები