რუსეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმებზე საუბრობენ

17.09.26 10:41
რუსეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმებზე საუბრობენ

რუსეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსის გეგმებზე საუბრობენ.  ამას მოწმობს მარია ზახაროვას ბოლო განცხადებები, რომელიც პუტინის მთავარ პროპაგანდისტმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მარია ზახაროვამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მიერთებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, “ხელმძღვანელობის კომპეტენციაა და რაც კეთდება, ყველაფერი გაცნობიერებულად კეთდება.“

ეს ხელმძღვანელების კომპეტენციაა. "სამხრეთ ოსეთთან ვამყარებთ ისეთ ურთიერთობას, რომელმაც შედეგი უკვე გამოიღო ყველა მიმართულებით: ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში. ამაზე ვიყავით კონცენტრირებული. ამგვარი დონის საკითხები (მიერთება),რა თქმა უნდა, ხელმძღვანელების კომპეტენციაა და ამაზეც არაერთხელ განვაცხადეთ. ასე რომ ვავითარრბთ ურთიერთობას, მხარს ვუჭერთ ჩვენს ოს ძმებსა და დებს და ამას ვაკეთებთ გაცნობიერებულად"-განაცხადა ზახაროვამ.