კენჭისყრის საეჭვო შედეგები - გახარიას გუნდის წევრები ახალ დეტალებზე საუბრობენ

17.09.26 11:21
კენჭისყრის საეჭვო შედეგები - გახარიას გუნდის წევრები ახალ დეტალებზე საუბრობენ

გახარიას გუნდის კანონპროექტის სკანდალური კენჭისყრიდან მესამე დღეს ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

გახარიას პარტიის წევრები იმ მნიშვნელოვან ჩანაწერებზე საუბრობენ, რომლებიც კენჭისყრის დროს, კენჭისყრის ფურცელზე დაფიქსირდა. 

ამას ტექნიკურ შეცდომას ნუ დავარქმევთ - აცხადებენ ისინი.

მათი თქმით, რეპრესიული კანონების  გაუქმების მოთხოვნას არამხოლოდ “ოცნების“ 16 - მა დეპუტატმა მისცა ხმა, არამედ დანარჩენები წინააღმდეგაც არ წასულან.

თავის გამართლების მიზნით, ზოგმა შემთხვევითობას დააბრალა, ზოგმა ტექნიკურ შეცდომას, ზოგმა რას, ზოგმა რა, მაგრამ ფაქტი ერთია- შეიძლება დავუშვათ, რომ რაღაც რაოდენობა მექანიკურად მოხდა, მაგრამ ის, რომ 16-მა ადამიანმა ასეთი შეცდომა დაუშვა და წინააღმდეგის ნაცვლად, მხარი დაუჭირა, ასეთი რამ არ არსებობს. მე უფრო მეტსაც გეტყვით - ძალიან ბევრია ვინც უბრალოდ მხარი არ დაუჭირა, ვინც თავი შეიკავა და მონაწილეობა არ მიიღო, ამიტომ, ამას ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ. ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება და თუ ეს ასე არ არის, ჩვენ გუშინაც შევთავაზეთ, ჩავატაროთ თავიდან კენჭისყრა. არავითარი პრობლემა არ არის, - განაცხადა შალვა კერესელიძემ. 

პარტია “ქართული ოცნების“ 16- მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ კანონებში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს.

მათ შორის არიან: თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ვახტანგ თურნავა, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ჭყონია, ეკა სეფაშვილი.

ინიციატივა ჩავარდა, თუმცა კენჭისყრაზე მის სასარგებლოდ ხმა 28 დეპუტატმა მისცა. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემადგენლობაში 12 დეპუტატია.

კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებს.