კობახიძე პასუხობს კითხვას, "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი"

17.09.26 11:45
კობახიძე პასუხობს კითხვას, "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი"

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი რესურსი არ აქვს - აღნიშნული პასუხი მთავრობის მეთაურმა "პირველების" მიერ დასმულ კითხვას გასცა - "დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი?"  

საზოგადოებას რა დასკვნაც აქვს, ის დასკვნა მაქვს მეც. რა თქმა უნდა, ამის აღარავითარი რესურსი აღარ არსებობს, როდესაც არის პირდაპირი კორუფციული დანაშაული სახეზე", - უთხრა "პირველებს" კობახიძემ. 

კობახიძე დისკომფორტს უწოდებს იმ ფაქტს, როცა  ყოფილი პრემიერი ციხეში კოურფციის ბრალდებით მოხვდა. მისივე თქმით, ღარიბაშვილი "კორუფციას ვერ ჩამოიწმენდს". 

თქვენ იცით, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როცა არაერთი ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოყოლია რაიმე შედეგი, ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე, იმდენად სუფთაა ჩვენი საქმე. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობ, არა მარტო, წარსულშიც გახსოვთ, მათ შორის სუს-ის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცების ლაპარაკი დაუწყია, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, ასეთ სპეკულაციებს არასდროს არ აქვს რაიმე შედეგი.

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა. დისკომფორტი არის ის, რომ ყოფილი პრემიერი კონრეტული ბრალით ხვდება ციხეში. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესია, მას არ ჰქონოდა წარსულში ასეთი საქმიანობა. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი.

როდესაც ადამიანს აქვს კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს არია დადასტურებული, ამას ვერნაიარად ვერ ჩამოიწმენდ განცხადებებეით  თუ წერილებით", - განაცხადა კობახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები