კობახიძე ირწმუნება, რომ „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ დაფინანსებული იყო

17.09.26 12:32
კობახიძე ირწმუნება, რომ „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ დაფინანსებული იყო

ირაკლი კობახიძე ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც „ნამახვანჰესის” შეჩერებისათვის საქართველოს თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დაევალა, პირველ კომენტარს აკეთებს. 

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ დაფინანსებული იყო.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ აქციების უკან შესაძლოა, იმპორტიორი კომპანიებიც მდგარიყვნენ და დაეფინანსებინათ კამპანია.

მისი თქმით, ის რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, მომავალში აღარ განმეორდება.

"მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი, ხოლო სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი", - ამბობს კობახიძე. 

ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოხდა. იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რასაც შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არაშენებასთან დაკავშირებით. კონტექსტს შეგახსენებთ, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი, ხოლო სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა.

დღეს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ამბიციური გეგმები გვაქვს, ჩვენი გეგმის თანახმად, უნდა აშენდეს 3 დიდი ჰესი, საშუალო და მცირე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები, ამას კი სათანადო ძალისხმევა სჭირდება. დღეს აგენტურა ბევრად უფრო დასუსტებულია, ხოლო ხელისუფლება და სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურის ინიციატივით განვითარდა, დღეს ვეღარ განვითარდება. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ის, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, მომავალში აღარ განმეორდება.

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით, ზუსტად ეს წყაროები იდგნენ კონკრეტული NGO-ებისა და ძალების უკან. შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია.

ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, „კანონი გრანტების შესახებ“, FARA და ა.შ. აგენტურა დღეს ბევრად უფრო სუსტია. სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" თურქულ კომპანიასთან დავა ამერიკის არბიტრაჟში წააგო - მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა გადაიხადონ, 400 მილიონი ამერიკული დოლარი. მხოლოდ კომპანია ENKA-ს რომელსაც ჯერ ნამახვანჰესის აშენების უფლება მისცეს და მერე გააუქმეს, ბუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი უნდა გადაუხადონ. 

"ოცნების" ხელისუფლებამ დავა  Inter Rao აქ გადასახდელი თითქმის 500 მილიონი ლარია.