გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდ შევადნაძე და პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, მივიდნენ
გორის ჰოსპიტალში მიხიელ სააკაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებიან. მსჯავრდებულ პრეზიდენტს მისი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი და დედა, გიული ალასანია, ხვდებიან.
ჰოსპიტალში შესვლამდე ედუარდ სააკაშვილს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია, მცირე კომენტარით მხოლოდ მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, შემოიფარგლა.
ალასანიამ თქვა, რომ მედიკოსების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხვალ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.
ამბობენ, რომ შეუძლია, რაღაც ასეთი განცხადება მოვისმინე გუშინ ექიმებისგან, - თქვა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ, 2 დეკემბერს, არის ჩანიშნული. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს "პიჯაკების საქმის" განხილვა მთავარ ბრალდებულთან, მიხეილ სააკაშვილთან, ერთად მოუწევს.