მესამე პრეზიდენტის ხვალინდელი სიტყვა ნიღაბს ჩამოგლეჯს ბრალმდებლებს - ადვოკატი

01.12.21 15:17
მესამე პრეზიდენტის ხვალინდელი სიტყვა ნიღაბს ჩამოგლეჯს ბრალმდებლებს - ადვოკატი

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სისუსტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჩანიშნულ პროცესზე გამოსაცხადებლად მზაობას გამოთქვამს. უფლებადამცველის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის სიტყვა, რომელსაც ის პროცესზე წარმოთქვამს, ყველაფერს ნათელს მოჰფენს და ბრალმდებლებს ნიღაბს ჩამოგლეჯს. 

მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს დღეს სუსტად. გუშინ ფერმენტები მის ღვიძლში იყო მომატებული. იმედი გვაქვს, რომ ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი მდგომარეობა გვექნება და სისუსტის თვალსაზრისით მას აღარ ექნება პრობლემა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მდგომარეობაშიც კი, ის მზად არის ხვალ პროცესზე გამოსაცხადებლად. ასევე სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალმდებლის სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებას, მათ შორის, ასეთი ადამიანი რომ იყოს მოსამართლე, მისთვისაც კი, - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ, 2 დეკემბერს, არის ჩანიშნული. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს "პიჯაკების საქმის" განხილვა მთავარ ბრალდებულთან, მიხეილ სააკაშვილთან,  ერთად მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები