ივანიშვილს სუს-შიც თავისი სუს-ი ჰყავს - გრიგოლ გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელაის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ძალოვნებს არ უნიშნავს და მათ მაკონტროლებლებს უნიშნავს - პოლიტიკისოსითვიოს ამის თვალსაჩინო მაგალითია ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის, გიორგი ბახუაშვილის დანიშვნა სუს-ის ახალი შეფის, თამაზ ბორაშვილის პირველ მოადგილედ.
"ივანიშვილს სუს-შიც თავისი სუს-ი ჰყავს" - ამბობს გეგელია.
ბატონი ბიძინას დაცვის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი არის კვლავაც დატოვებული, როგორც უფლებამოსილი პირი. ეს რა თქმა უნდა აჩვენებს იმას, რომ სუს-შიც ივანიშვილს ჰყავს თავისი სუს-ის. სუს-ში სუს-ი აჩვენებს ივანიშვილის მმართველობის ლოგიკას, რომ ყველა და ყველა რგოლი უნდა იყოს აყვანილი პერსონალურ კონტროლზე, და რომ ივანიშვილი არც საკუთარ ძალოვნებს არ ენდობა და მათაც უნიშნავს საკუთარ პერსონალურ კადრებს დამატებითი კონტროლისთვის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
სუს-ის ახალ შეფს პირველ მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი დაუნიშნეს.
თამაზ ბორაშვილს ახლა მხოლოდ ორი მოადგილე ჰყავს - მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბახუაშვილი. მამუკა მდინარაძის ახლო მეგობარი, ლაშა მაღრაძე რომელსაც სუს-ში პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, იუსტიციის სამინისტროში პაატა სალიას მოადგილედ გადაიყვანეს.
ამ დრომდე უცნობია, რჩება თუ არა გელა გელაძის კიდევ ერთი მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე უწყებაში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.