გიორგი ბახუაშვილი სუს-ში არის ივანიშვილის გადამზღვევი - ლევან გოგიჩაიშვილი

17.09.26 17:15
გიორგი ბახუაშვილი სუს-ში არის ივანიშვილის გადამზღვევი - ლევან გოგიჩაიშვილი

 

 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, გიორგი ბახუაშვილი სუს-ში "ოცნების" დამფუძნებლის "გადამზღვევი იქნება".

გოგიჩაიშვილის თქმით, ივანიშვილისთვის ბახუაშვილი იქნება კომუნიაკციის წყარო და სწორედ მისი მეშვეობით გაიგებს სუს-ში მიმდინარე შიდა ამბებს. 

ყველას სჭირდება გადაზღვევა. შესაბამისად, ეს ადამიანი არის მისი გადამზღვევი და შესაძლოა, ყოველდღიური კომუნიკაციის საშუალება. იმიტომ, რომ ის უკვე ისე არის ევროლუცირებული, რომ უკვე პირადი ანგარიშებიც არარ აინტერესებს. პირდაპირ ჰყავს თავისი კაცი, რომელთანაც  უფრო მეტი კომფორტი აქვს და თუ რამე დასჭირდა, მასთან იქნება პირდაპირ კონტაქტზე. ნუ ახლა იქ სისტემა იქნება ჩამოყალიბებული მასთან რეპორტინგის და ამბების მიტანის. შესაბამისად, მაგის გამო არის ბახუაშვილი იქ დარჩენილი", - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი. 

სუს-ის ახალ შეფს პირველ მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი დაუნიშნეს.

თამაზ ბორაშვილს ახლა მხოლოდ ორი მოადგილე ჰყავს - მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბახუაშვილი.  მამუკა მდინარაძის ახლო მეგობარი, ლაშა მაღრაძე რომელსაც სუს-ში პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, იუსტიციის სამინისტროში პაატა სალიას მოადგილედ გადაიყვანეს. 

ამ დრომდე უცნობია, რჩება თუ არა გელა გელაძის კიდევ ერთი მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე უწყებაში.