"ალბათ თავის ხალხს მოიყვანს" - რუხაძის მოადგილე მის გათავისუფლებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ადასტურებს, რომ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან "პირველებთან" ისაუბრა. გიორგი მირცხულავა ამბობს, რომ მაია ბითაძე პოსტზე სავარაუდოდ თავისი ხალხით მიდის.
მინისტრის ყოფილი მოადგილე უარყოფს ვერსიას, რომ მისი წასვლა კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის საქმიანობას უკავშირდება.
მირცხულავას თქმით, მუშაობას სხვა სფეროში გააგრძელებს.
არ გავუშვივარ, არ დამნიშნეს. გადავალ სხვა სამსახურში, გაიგებთ ალბათ. გადავდივარ სხვა სფეროში. ალბათ ხალხსაც თავისას მოიყვანს, ჯერ ერთი და მეორეც, თიკას საქმიანობა, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია, თიკა ბევრად ადრე წავიდა, ვიდრე მე და თუ რაღაც პრობლემა იქნებოდა, არ მგონია, ვინმეს დავეტოვებინე. ასე რომ, აბსოლუტურად ყალბია თქვენი ვერსიები, - ამბობს გიორგი მირცხულავა.
კითხვაზე გააგრძელებს თუ არა საჯარო სამსახურში მუშაობას, მირცხულავა დადებითად პასუხობს.
რა თქმა უნდა, 30 წელია საჯარო უწყებაში ვარ, - ამბობს მირცხულავა.