250 მილიონის ზარალი აჩვენეს ქვეყანას და 250 ლარის საქმე არ აქვთ გაკეთებული - ხაბეიშვილი რუსეთთან წაგებულ დავაზე

01.12.21 15:24
250 მილიონის ზარალი აჩვენეს ქვეყანას და 250 ლარის საქმე არ აქვთ გაკეთებული - ხაბეიშვილი რუსეთთან წაგებულ დავაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი რუსეთის "ინტერ რაოსთან" წაგებულ დავას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქართველო 250 ათასი ლარით  აზარალა, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. 

დაგვახრჩობენ გადასახადებით, მოიმატებს საწვავის ფასი, რომ იქიდან მეტი გადასახადი მიიღონ, ელექტროენერგია გაძვირდება,ამასობაში მოაგროვებენ ნაყაჩაღარ 250 მილიონ ლარს და ოკუპანტ რუსეთს გადაურიცხავენ. 250 მილიონის ზარალს რომ აჩვენებ ქვეყანას და 250 ლარის საქმე არ გაქვს გაკეთებული, კი უნდა დაიწყოს სისხლის სამარტლებრივი დევნა მასზე, ვინც აზარალა ქვეყანა", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

 საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ ენერგოგიგანტთან, "ინტერ რაოსთან",  სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო. საქმე ეხება კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდის საქმეს, რა დროსაც საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა.  "ინტერ რაოში" ამბობენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა დააზარალა, რომელიც 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგებოდა. ოკუპანტი რუსეთი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს დამატებითი ჯარიმების ამოქმედებით ემუქრება.

მსგავსი სიახლეები