სუს-ის მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე
სუს-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე, უწყების უფროსის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე საკუთარ შესაძლო წასვლაზე კომენტარისგან თავს იკავებს. „პირველებთან“ სატელეფონო საუბარში მაისურაძე ამბობს, რომ მის წასვლა-მოსვლაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების მოლოდინს ამჯობინებს.
კომენტარი აუცილებლად უნდა გავაკეთო? დაველოდოთ... რა უნდა მითხრან წასვლა-მოსვლაზე? არაფერი ლაპარაკი არ მიდის. დაველოდოთ, კომენტარს არ გავაკეთებ, კარგ დღეს გისურვებთ, - თქვა ალექსანდრე მაისურაძემ "პირველებთან" სატელეფონო საუბარში.
სუსის ახალ უფროსს, თამაზ ბორაშვილს ორი მოადგილე ეყოლება. საუბარია გიორგი ბახუაშვილსა და მარიამ ტაბატაძეზე. ლაშა მაღრაძე, რომელიც ამ დრომდე სუსის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა და რომელიც სუსში მამუკა მდინარაძემ მიიყვანა, ისევ იუსტიციის სამინისტროში დააბრუნეს.