ხუნდაძე მცხეთის მერიას დაუპირისპირდა

17.09.26 22:49
ხუნდაძე მცხეთის მერიას დაუპირისპირდა

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს. დეპუტატი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ უკმაყოფილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, ახლა კი, მისი შეფასებით, ვითარების სიმძიმე მერის ანგარიშის განხილვამაც აჩვენა.

ხუნდაძის განცხადებით, მცხეთის მერმა გოგი აბუაშვილმა საკრებულოს წევრების მიერ პრობლემურ საკითხებზე დასმულ კითხვებს პასუხი ვერ გასცა. დეპუტატი წერს, რომ პროცესის მიმართ გულგრილად ყოფნას აღარ აპირებს.

„მცხეთაში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, ჩემ მიერ თვეების წინ გამოხატული უკმაყოფილება, დღეს, მერის ანგარიშის შემდეგ საკრებულომაც დაადასტურა.

ადგილობრივი დეპუტატების მხრიდან პრობლემურ საკითხებზე დასმული კითხვებიდან, მერმა ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო და არ ვაპირებ დიდხანს, გულგრილად ვუყურო ამ პროცესს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი სიახლეები